|
2025-06-12 18:12:55, 664 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - სამარცხვინო დღეა საქართველოსთვის - ფასს გადაიხდიან ადამიანები, რომლებიც სამარცხვინო გადაწყვეტილებას ტაშს უკრავენ
დღეს არის სამარცხვინო დღე, სამარცხვინო დღე საქართველოსთვის , - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, მათე დევიძე დღეს შედგა, როგორც ადამიანი, შევიდა ჩვენ ისტორიაში და მას საზოგადოება არ დაივიწყებს . „იმ დარბაზში იყო საქართველოს დროშა, გერბი და იუსტიციის ქანდაკება - სამივეს შეურაცხყოფაა. ჩვენთან ბევრს ლაპარაკობენ შეურაცხყოფაზე და ჯარიმებს აწესებენ, რეალურად, დღეს არის შეურაცხყოფა თითოეული ადამიანის, რომელიც აქ დგას და რომელიც აქ არ დგას, საზოგადოების თითოეული წევრის, რომელიც დუმს, რადგან ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს, ის ქვეყანა არ არის. ამის ფასს ყველა გადაიხდის ხვალ, ზეგ. ის ადამიანები, რომლებიც ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას ტაშს უკრავენ, ის მოსამართლე, პროკურორი, რომლებიც ამ დარბაზში სხედან, არ ვიცი როგორი მომავალი ექნებათ მათ. მე ვიცი რა მომავალი ექნება მათე დევიძეს. ის დღეს შედგა, როგორც ადამიანი, შევიდა ჩვენ ისტორიაში , ჩვენ მას არ დავივიწყებთ . ის იქნება ჩვენი ღირსების სიმბოლო, ხოლო ისინი იქნებიან მონობის სიმბოლოები. მონები არიან, ამას ვიტყვი და ამას გავიმეორებ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)