|
2025-06-12 15:05:00, 730 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ბულინგის ეს ფორმა ეროვნული სირცხვილია, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს
ბულინგის ეს ფორმა ეროვნული სირცხვილია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს - ეს არის საკმაოდ გათვლილი, კონსპირაციული სცენარი და გეგმა, რომელსაც კონკრეტული შემსრულებლები ჰყავს, რომლებმაც იციან როგორ უნდა მოიქცნენ, ტელეფონი რომელ ხელში უნდა ეჭიროთ და რა დაწერონ ისეთი, რომ ადამიანზე ფსიქოლოგიურად იმოქმედოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. აღნიშნულით იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე, რამდენიმე პირის დაბარების საკითხს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსები არ არის ჩვეულებრივი ამბავი ან ემოცია. „რასაკვირველია, ბულინგის ეს ფორმა ეროვნული სირცხვილია - ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს. ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, რომ ეს ერთი ადამიანის მხრიდან მეორეს მიმართ მხოლოდ ჩვეულებრივი შეურაცხყოფა და ზიზღის ენა არ არის. ეს არის საკმაოდ გათვლილი, კონსპირაციული სცენარი და გეგმა, რომელსაც კონკრეტული შემსრულებლები ჰყავს, რომლებმაც იციან როგორ უნდა მოიქცნენ, ტელეფონი რომელ ხელში უნდა ეჭიროთ და რა დაწერონ ისეთი, რომ ადამიანზე ფსიქოლოგიურად იმოქმედოს. მე არ ვფიქრობ, რომ დიდი წარმატება ექნება ამას, მაგრამ ზოგადად ქვეყნისთვის შავი ლაქაა, რომელიც როგორმე როგორც საზოგადოების მობილიზებით, ასევე კანონის უფრო ხისტად ჩართვით უნდა მოვიშოროთ”, - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს. შსს სამართალდარღვევას ედავება ჟურნალისტებს - ნანუკა ჟორჟოლიანს, ვახო სანაიას, ვიკა ბუკიას, დეა მამისეიშვილს, ეკა მიშველაძეს, მიშა მშვილდაძეს. პოლიტიკოსებს - თამარ ჩერგოლეიშვილს, ლევან ხაბეიშვილს, ელენე ხოშტარიას, ალეკო ელისაშვილს; აქტივისტებს - ანა სუბელიანს, ბაია პატარაიას, დავით ქაცარავას, გიორგი ქადაგიძეს, ქეთი მოლაშვილს.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)