|
2025-06-12 14:23:17, 914 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის მშრალი პორტი ოფიციალურად გაიხსნა
საქართველოს ბანკი, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, თბილისში მშრალი პორტი ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 22 მლნ. დოლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 15 მლნ. დოლარს შეადგენს. თბილისის მშრალი პორტის პროექტი რეგიონული მნიშვნელობის მულტიმოდალურ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრს წარმოადგენს. პროექტი 19.5 ჰა მიწის ნაკვეთზე განხორციელდა და პირველი ფაზა მოიცავს 2,500 კვ.მ-მდე B კლასის საწყობს და 5.5 ჰა ტერიტორიაზე განთავსებულ საკონტეინერო მოედანს, რომელიც აღჭურვილია 4 სარკინიგზო ხაზით. სამომავლოდ, მომდევნო ფაზაში, დაგეგმილია 10,000 კვ.მ-მდე ფართობის A კლასის საწყობის მშენებლობა და საკონტეინერო მოედნის გაფართოება. პორტს გააჩნია თანამედროვე საკონტეინერო ტექნიკა და ასევე საკუთარი სარკინიგზო ლოკომოტივები. თბილისის მშრალი პორტი არის პირველი მასშტაბური ინფრასტრუქტურული ჰაბი, რომელიც უზრუნველყოფს ფოთისა და ბათუმის პორტებიდან შემოსული საკონტეინერო ტვირთების პირდაპირი რკინიგზით გადმოტანას თბილისში. ასევე პორტი შესაძლებლობას იძლევა ტვირთები სარკინიგზო გზით მიღებულ იქნს ჩინეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ან უკან. ასევე ადგილზე შესაძლებელია ტვირთების გადატვირთვა, დასაწყობება და შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელება. ამიერიდან, პორტს შესაძლებლობა აქვს წელიწადში 100,000 TEU-მდე ტვირთბრუნვას მოემსახუროს. მომდევნო ფაზის ამოქმედების შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 200,000 TEU-მდე გაიზრდება. „აღნიშნული პროექტი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამშრომლობაა არა მხოლოდ ფინანსური ჩართულობის, არამედ იმ ღირებულებების თვალსაზრისით, რასაც ის ქვეყნის ეკონომიკური პროგრესისთვის წარმოადგენს. საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც რეალურ ეკონომიკურ სარგებელს ქმნიან, აძლიერებენ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ახალ სამუშაო ადგილებს აჩენენ. თბილისის მშრალი პორტი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორობის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ის არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს ქმნის, არამედ საქართველოს გლობალურ სატრანსპორტო რუკაზე პოზიციონირებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. მსგავსი პროექტის განხორციელება თბილისში მომხმარებლებისთვის ტრანსპორტირების ხარჯსა და ლოდინის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ასევე, სარკინიგზო გადაზიდვების მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოს დაცვის მხრივაც. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ტრანსპორტის და ტელეკომის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, მარიამ ჩიხრაძემ.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)