|
2025-06-11 12:44:19, 714 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - მილანში საკონსულო 2023 წლის 24 ნოემბრიდან ოპერირებს; ვადაგასული გახსნის ცერემონია
ასეთი რამ დიპლომატიას არ ახსოვს! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გახსნას. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლებას არ ადარდებს დიპლომატიური იზოლაცია და ნებისმიერი სურათი თუ ხელის ჩამორთმევა მათთვის უკვე სანატრელი, ფასდაუდებელი გახდა. „მილანში საკონსულო 2023 წლის 24 ნოემბრიდან ოპერირებს და კონსული ნატალია კორძაია დანიშნულია 2023 წლის სექტემბრიდან! ვადაგასული „გახსნის“ ცერემონია, თან ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობითა და ზარ-ზეიმით, მგალობელთა გუნდის ჩაყვანით, ესე იგი სერიოზული ხარჯებით, რით უნდა აიხსნას? ერთი იმით, რომ აჩვენონ ხალხს, მათზე სანქციები არ მუშაობს, სადაც უნდათ ჩადიან და „შოპინგობენ". მეორე - არ ადარდებთ დიპლომატიური იზოლაცია, მაგრამ ნებისმიერი სურათი, თუ ხელის ჩამორთმევა მათთვის უკვე სანატრელი, ფასდაუდებელი გახდა და ამ სურათებს ამიტომ აფრიალებენ. მოკლედ, ყველაფერი იმისთვის იმართება, რომ პოტიომკინის სოფელი არ იყოს, დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ ყველაფერი კარგად და ძველებურად გრძელდება, რომ სახელმწიფოს წარმოადგენენ და სახელმწიფოსავით მოქმედებენ! მილანში მთელ პოლიტბიუროს გამგზავრებას ეს რომ შეეძლოს …“ - წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“. ცნობისთვის, მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების სასახლეში გაიმართა, თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საკონსულოს გახსნა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი შესაბამის მომსახურებას გაამარტივებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)