|
2025-06-09 13:10:17, 1104 ნახვა
ეკონომიკა
Global Private Banker: საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება საუკეთესოა საქართველოში
საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება Global Private Banking Innovation Award-ის ფარგლებში, საუკეთესოდ დასახელდა საქართველოში. გამარჯვებულების გამოსავლენად, Global Private Banker-ი სხვადასხვა კრიტერიუმებს ეყრდნობა, მათ შორის, ციფრულ ინოვაციებს, მომხმარებლის გამოცდილებას და ჩართულობას, ფინანსურ და ბიზნეს შედეგებსა და კორპორატიულ სტრატეგიას. აპლიკაციების საფუძველზე, ფინანსური ინსტიტუტები აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ ახდენენ ტექნოლოგიების დახმარებით საბანკო შეთავაზებების შექმნას, რომელიც მომხმარებლების საჭიროებებსა და მოთხოვნებს სრულად ერგება და გამორჩეული საბანკო გამოცდილებას განაპირობებს. „წელს, Global Private Banking Innovation Awards 2025-ის ფარგლებში რეკორდული განაცხადების რაოდენობა შემოვიდა. გამარჯვებულებს შორის კი დასახელდნენ ისეთი ფინანსური ორგანიზაციები, როგორებიც არიან: Deutsche Bank Private Bank, Bank of America Private Bank, HSBC Global Private Banking და Maybank Private. ჩვენ გვჯერა, რომ კერძო ფინანსური ინსტიტუტები გააგრძელებენ მომხმარებლებზე ორიენტირებული მიდგომების შენარჩუნებას საკუთარი სერვისებისა და პროდუქტების შექმნის პროცესში, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ, მომხმარებლებს შესთავაზონ ინდივიდუალურ საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული გამოცდილება“, - ვკითხულობთ Global Private Banker-ის განცხადებაში. “მოხარული ვართ, Global Private Banker-ის მიერ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებისთვის მონიჭებული აღიარებით, რომელიც დაფასებაა ჩვენი გუნდის თითოეული წევრის მიერ გაწეული ძალისხმევის - შევქმნათ საქართველოში საუკეთესო პრემიუმ საბანკო გამოცდილება ჩვენი მომხმარებლებისთვის. ჩვენი მიზანი ერთია - დავეხმაროთ ადამიანებს, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, სწორედ ამიტომ, ჩვენი ბანკირები და ჩვენი გუნდის წევრები ყოველ ნაბიჯზე მომხმარებლების გვერდით არიან და სთავაზობენ მხარდაჭერას მათი მიზნების განხორციელების პროცესში. ადამიანური კავშირები, წამყვანი ტექნოლოგიური გადაწყვეტები და მუდმივი სწორება ინოვაციასა და განვითარებაზე არის ის, რაც ქმნის საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებას - Global Private Banker-ის მიერ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულების საუკეთესოდ აღიარება საქართველოში კი თითოეული გუნდის წევრისთვის წარმოადგენს სტიმულს, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები და პროდუქტები, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ ინდივიდუალურად მათ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე მორგებული პრემიუმ გამოცდილება და შევქმნათ საუკეთესო ბანკი საქართველოში“, - დეა კილაძე, საბანკო საქმიანობის ჯგუფის უფროსი.
ბათუმში ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს
პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, მეორის მიმართ კი დევნა დაიწყო
მიხეილ სააკაშვილი – არ მივატოვე ხალხი განსაცდელში, ფეხზე დავაყენე საქართველო, მთელი დემოკრატიული სამყარო და ქვეყანა გადავარჩინეთ
აშშ-ის საელჩო - აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)