|
2025-06-09 12:39:40, 899 ნახვა
ეკონომიკა
ძლიერი ზრდა და გარკვეულწილად მომატებული ინფლაცია
საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, აპრილში მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა ზრდამ 7.5%, ხოლო წლის პირველ ოთხ თვეში საშუალოდ 8.8% შეადგინა, რაც კვლავ აღემატება ჩვენს მოლოდინებს. ამავდროულად, როგორც მაისის ყოველთვიურ განახლებაში გავუსვით ხაზი, მაისში, წინასწარი ინდიკატორების უმეტესობა ეკონომიკური აქტივობის აჩქარებაზე მიუთითებს. კერძოდ, აღსანიშნავია მთლიანი უნაღდო დანახარჯებისა და არა-რეზიდენტების ხარჯების ზრდის დინამიკა, ხოლო მიგრანტებისა და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე გაწეულ დანახარჯებში მხოლოდ მცირე კლება შეინიშნება. აპრილის მდგომარეობით, კვლავ ძლიერი რჩება საკრედიტო აქტივობაც, თუმცა, განსაკუთრებით ინფლაციის გათვალისწინებით, ზრდის ნორმალიზების ტრენდი თებერვლიდან მოყოლებული აშკარაა როგორც ფიზიკური პირების, ასევე ბიზნეს სექტორის დაკრედიტების დინამიკაში. მეორე მხრივ, გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვანი მატება ფიქსირდება ექსპორტის მიმართულებით. ამ ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 6.0%-დან 7.2%-მდე გააუმჯობესა, ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში ფონდი ეკონომიკური ზრდის 5%-იანი ნიშნულის გარშემო ნორმალიზებას ვარაუდობს. ზოგადად, მაღალი ეკონომიკური აქტივობა ასევე მაღალ ინფლაციასთან ასოცირდება. ამასთან, საქართველოს მსგავს მცირე ზომის ეკონომიკებში გასათვალისწინებელია იმპორტის დიდი ხვედრითი წილი, მათ შორის ადგილობრივ წარმოებასა და მომსახურებაში გამოყენებული შუალედური საქონლის სახით. ამ კუთხით, სამომხმარებლო ფასების ბოლოდროინდელი დინამიკა გარკვეულწილად შერეულ სურათს იძლევა. კერძოდ, მაისში სამომხმარებლო ფასების ჯამურმა ინფლაციამ წლიურად 3.5%, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0.4% შეადგინა, რაც, სეზონურად შესწორებისა და გაწლიურების შემთხვევაში, 5.3%-ს უტოლდება და ეროვნული ბანკის 3%-იან სამიზნე ნიშნულს აღემატება. ინფლაციის აჩქარების მთავარ განმაპირობებლად ადგილობრივი და შერეული კატეგორიის საქონლის, განსაკუთრებით კი სურსათის გაზრდილი ფასები რჩება, მომსახურების ფასების ზრდა კი მაისში, გასულ თვეებში აჩქარების შემდეგ, შესამჩნევად შენელდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი შეფასებით, ისტორიულად, მაღალი ადგილობრივი მოთხოვნა უპირველესად სწორედ მომსახურების ინფლაციაში აისახება. ამავდროულად, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, ფასების შემცირების კუთხით მაისშიც მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდა გლობალურად გაიაფებულ ნავთობსა და სხვა იმპორტულ საქონელს. მთლიანობაში, ფასების დინამიკა მოლოდინებთან შესაბამისი რჩება, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად ვინარჩუნებთ წლის ბოლოსთვის ინფლაციის დაახლოებით 4.1%-იან ნიშნულამდე გაზრდის პროგნოზს, რაც ოქტომბერ-ნოემბერში ფასების ზრდის კიდევ უფრო მაღალ დონეს, მომდევნო თვეებში კი 3%-იან სამიზნესთან ეტაპობრივ დაახლოებას მოიაზრებს. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში ინფლაციური რისკები გარკვეულწილად მომატებულია, ვფიქრობთ, ფასების დინამიკაზე დამატებითი წნეხის რეალიზების შემთხვევაში, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის სიჭარბისა და ლარის გამყარების სხვა არგუმენტების გათვალისწინებით, აშშ დოლარის მიმართ საქართველოს ეროვნული ვალუტის შედარებით მეტად გამყარებაა მოსალოდნელი. იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30006875-macro-update-georgia
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)