|
2025-06-09 10:54:01, 626 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - საჭიროა ოთხი კოალიციური გაერთიანების ფორმატში სერიოზული მსჯელობა
საქართველოში ვიღაცას პოლიტიკური პროცესი ჰგონია არა სერიოზული მსჯელობა, არამედ იარლიყების და „ფეისბუკით“ შეურაცხყოფების მიყენება, ამიტომ ვართ ამ დღეში, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა. ხაზარაძის თქმით, საჭიროა ოთხი კოალიციური გაერთიანების ფორმატში სერიოზული მსჯელობა. „ყველას მოვუწოდებ, საკმაოდ მძიმე ვითარებაა და მოდით, ყველა ის ძალა, ენერგია და ცოდნა, რომელიც გვაქვს, დავუთმოთ იმას, რომ არგუმენტირებულად ვიმსჯელოთ. შეცდომა არ დავუშვათ, რომელიც ძალიან ბევრჯერ დაუშვა ოპოზიციამ წარსულში – ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილი 13 წელი ხელისუფლებაში – და ამის მერე ერთიანი პოზიციით გამოვიდეთ. სერიოზული მსჯელობა გვჭირდება ოთხი კოალიციური გაერთიანების ფორმატში. ეს არის ფორმატი, რომელმაც მოიგო არჩევნები, ეს არის ის ფორმატი პრეზიდენტთან, რომელიც ითხოვს ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გამოშვებას. ეს მოთხოვნა არის ძალაში. რა იქნება უკეთესი: ბოიკოტი თუ არჩევნებში მონაწილეობა? – ჩვენ ვიცით ჩვენი პოზიცია. ჩვენ ყოველთვის ვართ ბრძოლის ხაზზე და ვართ ბრძოლაში შესვლის მომხრეები. მიგვაჩნია, რომ ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გამოშვება გაძლიერდება, თუ ჩვენ ამ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებშიც დავამარცხებთ, მით უმეტეს, მოგებულია ხუთი ქალაქი, მაგრამ ეს მსჯელობის საკითხია, სხვას სხვანაირი აზრი აქვს. ამიტომ, დღეს, ხვალ და ამ დღეებში ვხვდებით პოლიტპატიმრების დედებს, აქტივისტებს, რომლებიც რუსთაველზე არიან, ვხვდებით იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ ნორმალური მსჯელობა. როცა ლაპარაკია ფორმატზე, ეს ფორმატი გულისხმობს იმის გაგრძელებას, რაც იყო შარშან. ეს იყო პარტია, სადაც მოვაწერეთ ხელი. შემდეგ იყო ოთხი კოალიცია, რომელმაც გაიმარჯვა არჩევნებში. ჩვენ გვინდა, ამ ფორმატში გაგრძელდეს საუბარი. სამწუხაროდ, მარტო ჩვენი კოალიციაა წარმოდგენილი და რამდენიმე პარტია სხვა კოალიციიდან, მაგრამ სამი კოალიცია იქ არ მონაწილეობს. ამიტომ დიდი სურვილი მაქვს, ეს ფორმატი აღდგეს და ერთიანი ფორმატი შეიქმნას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)