23:06 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-06 11:22:09, 817 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - ბიძინა ივანიშვილი არის რუსული ძალა

ივანიშვილი არის რუსული ძალა და მას გადაწყვეტილი აქვს ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაჭერა. ბრძოლა გრძელდება. მინდა ყველას მოვუწოდო პროტესტის ყველა ფრონტზე გაგრძელებისკენ, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

მისი თქმით, უკვე 4 წელია მის დაჭერას ცდილობენ, თუმცა ეს არ გამოუვათ, რადგან ბრძოლას ბოლომდე აპირებს.

„ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას. არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ ბიძინა ივანიშვილს იმის შანსს, რომ მე ციხეში შევიდე. ივანიშვილი არის რუსული ძალა და მას გადაწყვეტილი აქვს ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაჭერა. ბრძოლა გრძელდება. მინდა ყველას მოვუწოდო პროტესტის ყველა ფრონტზე გაგრძელებისკენ. უკვე 4 წელია, რაც ჩემს დაჭერას და 9 წლით დაპატიმრებას ცდილობენ. მათ ეს არ გამოუვიდათ რადგან ჩვენ ვიბრძოლეთ. ჩვენ მურუსიძის და ბიძინას რუსულ სასამართლოში დაამტკიცეთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, - განაცხადა ხაზარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics