|
2025-06-05 14:37:43, 1181 ნახვა
ეკონომიკა
ვირჩევთ წლის საუკეთესო მასწავლებელს - საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენისა და მათი დაფასებისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო კონკურსს ახორციელებს. კონკურსის ფარგლებში, განაცხადების მიღება დასრულდა - წელს ჯილდოზე განაცხადი 142-მა მასწავლებელმა შეავსო, ხოლო ნომინირება 2455 მასწავლებელს გაუწიეს. გამორჩეულ მასწავლებლებთან დაკავშირებული მოგონებების გასაცოცხლებლად და გასახსენებლად, საქართველოს ბანკი კამპანიას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ისტორია ვებგვერდზე mastsavlebeli.bog.ge გააზიაროს. პლატფორმაზე უკვე შემოვიდა 1000-მდე ისტორია: „ჩემი საყვარელი მასწავლებელი თამარი ქართულს გვასწავლის. ის არ არის მხოლოდ მასწავლებელი. ის არის ჩვენი მეგზური სიტყვებისა და ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში. როდესაც კლასში შემოდის, მთელი ოთახი თითქოს ნათდება. მისი ხმა მშვიდია და თბილი. თამარ მასწავლებელი ძალიან კეთილია. არასდროს გაგვიბრაზდება უსამართლოდ და ყოველთვის ცდილობს, გაგვიგოს. როცა ვინმეს რამე გაუჭირდება, გვერდით დაუდგება და ისე აუხსნის, რომ ყველაზე რთული საკითხიც მარტივი ხდება. ის გვასწავლის, რომ სიტყვებს ძალა აქვს, რომ უნდა ვთქვათ სიმართლე, ვიყოთ თავაზიანები და დავაფასოთ ერთმანეთი“. “დათიამ ქალაქი მიატოვა, სოფელში დაბრუნდა და მწყემსობა დაიწყო. როცა დანგრეული ბიბლიოთეკა იპოვა, ღამ-ღამობით ჩუმად ძვრებოდა ღობეზე, ტომრებით გამოჰქონდა წიგნები და განადგურებისგან იცავდა, მერე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სოფელს ახალი ბიბლიოთეკა ჰქონოდა. ბავშვები წიგნთან მიიყვანა, ბიბლიოთეკა აქცია სიცოცხლის და სიყვარულის სივრცედ. მერე დაწყო მასწავლებლობა, სიყვარული, სითბო და სწორი ღირებულებები სასკოლო ოთახშიც შეიტანა და ბავშვების უსაყვარლეს მასწავლებლად იქცა. დათია მწერალია, მისი მოთხრობები ზუსტად ისეთი გამჭვირვალე, ადამიანური და გულწრფელია, როგორიც თვითონ“. თქვენც მოგვიყევით თქვენი მასწავლებლის შესახებ, რომელმაც თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი როლი შეასრულა და წარუშლელი მოგონებები დაგიტოვათ. ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)