|
2025-06-04 16:41:53, 1005 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის და NATO-ს საინფორმაციო ცენტრი - გავხდით საგარეო სამინისტროს სტრუქტურის ნაწილი
NATO-ს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. ცნობისთვის, NATO-ს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცენტრის წარმომადგენელმა, თემო სუყაშვილმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა, რასაც მან მიღებული დოკუმენტის სქრინი დაურთო - აღნიშნულ დოკუმენტში ეწერა, რომ მას ცენტრის ლიკვიდაციისა და თანამდებობის დატოვების შესახებ 1 თვით ადრე აფრთხილებდნენ. ტაბულამ ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროს NATO-ს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვით მიმართა როგორც NATO-ს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, ცენტრი ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროს "შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი" გახდა. "მსურს გამოვეხმაურო სპეკულაციებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-თან "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" დაკავშირებით. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორციელდება კომპლექსური რეფორმა - სტრუქტურული ცვლილებები ეხება როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს. სამინისტროს ახალი სტრუქტურის შესაბამისად, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს - შესაბამისად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ცოდნისა და მართლშეგნების ამაღლება, უკვე სამინისტროს დებულების თანახმად, გახდა მთლიანად სტრუქტურის საქმიანობისა და მისი მთავარი ამოცანების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის პროცესი ხორციელდება სრულიად გამჭვირვალედ და თითოეულ თანამშრომელს მიეწოდება ინფორმაცია მიმდინარე ცვლილებების შესახებ. შესაბამისად, საგარეო უწყების რეფორმასთან დაკავშირებით გავრცელებული სპეკულაციები მიზნად ისახავს დესტრუქციას და პროცესის დისკრედიტაციას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მიმდინარე რეფორმის აუცილებლობას". - წერია განცხადებაში.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)