|
2025-06-04 14:07:15, 802 ნახვა
პოლიტიკა
ეკა გიგაური - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოში არადემოკრატიული რეჟიმის იზოლაცია მოახდინონ
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპარლამენტმა საქართველოში არადემოკრატიული რეჟიმის იზოლაცია მოახდინონ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტის მიღების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ევროპარლამენტის მხარდაჭერა ქართველი ხალხისთვის ბევრს ნიშნავს, რადგან მიგვაჩნია, რომ დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მარტო არ ვართ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ბრძოლა მშვიდობიანია. ჩვენ დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ერთგული ვართ და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, სიტყვის თავისუფლებას, ხმის მიცემის უფლებას, შეკრების უფლებასა და რეპრესიების გარეშე ცხოვრების უფლებას მტკიცედ ვიცავთ. მრავალი თვეა ქართველი ხალხი და ქართული სამოქალაქო საზოგადოება საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერის მოწოდებით გამოდის. გვჯერა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპარლამენტმა საქართველოში არადემოკრატიული რეჟიმის იზოლაცია მოახდინონ. ასევე, მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის, დემოკრატიისთვის მებრძოლების, დამოუკიდებელი მედიისა და ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. ასევე, გვჯერა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მიზნობრივი სანქციების დაწესება იმ პირების მიმართ, რომლებმაც საქართველოს ევროპული მომავლისგან დაშორება გადაწყვიტეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან მოქმედებებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების კოორდინაცია“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)