|
2025-06-03 19:52:50, 728 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებები ინიცირებულია
“ქართულ ოცნებას“ სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ ააიპ-ებში, ასევე სახელმწიფო საწარმოებსა და ამ საწარმოთა შვილობილ კომპანიებში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებით “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეაქვს. აღნიშნული კანონის პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ის იმ საკანონმდებლო ინიციატივის ნაწილია, რომლის გათვალისწინებით, სახელმწიფო მოსამსახურის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის მრჩევლების საქმიანობა არაანაზღაურებადი იქნება. ამის ანალოგიურად, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, პირები, რომლებიც დასაქმებული არიან მრჩევლებად არასამეწარმეო-არაკომერციულ იურიდიულ პირებში, აგრეთვე იმ საწარმოებში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ფლობს, საკუთარ საქმიანობას უსასყიდლოდ განახორციელებენ და მრჩევლობისთვის შრომის ანაზღაურებას აღარ მიიღებენ. ასევე, აღნიშნულ დაწესებულებებში, ასევე საჯარო სამსახურსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს უფლება არ ექნებათ ასრულებდნენ რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა) სხვა საჯარო სამსახურში. გარდა ამისა, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ აიპებსა და სახელმწიფო საწარმოებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს უფლება ექნებათ ასრულებდნენ რაიმე სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოთ აკადემიური თანამდებობა ან იღებდნენ სხვა სარგებელს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)