|
2025-06-03 14:26:14, 554 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე - სახელმწიფო ბიუჯეტები და საწარმოები პოლიტიკური კორუფციის ნიმუშია
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რომან გოცირიძის განცხადებით, სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტები და სახელმწიფო საწარმოები პოლიტიკური კორუფციის ნიმუშია. გოცირიძე სახელმწიფო საწარმოების რეფორმის თაობაზე პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს სფერო “ოცნების” ოჯახების, მეგობარ-ნათესავების, პარტიული აქტივის, “მომსახურე პერსონალის”, ჩამოწერილი დეპუტატების, ბიუროკრატიის და სხვა ჯურის უსაქმურთა თავშესაფრად იქცა“. “ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო. მარტო კადრების შემცირებით ჯერ 52 მილიონ ლარს დავზოგავთ წელიწადში, მერე 100 მილიონ ლარამდე ავალთო. თავად აღიარეს, რომ მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში მათი ნათესავების და პარტიული აქტივის ფაქტიური თუ ფიქტიური გაფორმებით მილიარდ ლარზე მეტი წაგლიჯეს სახელმწიფოს “ოცნების” მმართველობის პერიოდში. თუ მართლა განხორციელდა აღნიშნული “ოპტიმიზაცია”, “გამოთავისუფლებულ” პირებს საჯარო სამსახურებში გადაანაწილებენ. ამ სფეროში რამდენჯერმე მეტი “ოცნების” შესანახი პირია შეფარებული, ვიდრე სახელმწიფო საწარმოებში. სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტები და სახელმწიფო საწარმოები პოლიტიკური კორუფციის ნიმუშია, რომლებიც “ოცნების” ოჯახების, მეგობარ-ნათესავების, პარტიული აქტივის, “მომსახურე პერსონალის”( მაგ. მომღერალ-მოექსპერტო ელემენტების), ჩამოწერილი დეპუტატებისა და ბიუროკრატიის და სხვა ჯურის უსაქმურთა თავშესაფრად იქცა”, - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)