|
2025-06-03 12:24:16, 465 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - მიმდინარეობს კანონის აღსრულება
მიმდინარეობს კანონის აღსრულება და აღსრულების ეტაპზე ვართ - ახლა ყველამ კეთილი ინებოს და როცა აცხადებენ, რომ რომელიმე უწყება არალეგიტიმურია და რომელიმე პატიმარი პოლიტპატიმარია - ეს ყველაფერი დაადასტურონ, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თუ მედია ამბობს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, „კეთილი უნდა ინებოს“ და დაამტკიცოს. „მიმდინარეობს კანონის აღსრულება და აღსრულების ეტაპზე ვართ. კანონი ძალაში შევიდა, შესაბამისად, ყველას, ვინც თვლის, რომ ამ კანონის ჭრილში მედია კუთხით კონკრეტული დარღვევა იქნა ჩადენილი, აქვს უფლება, რომ სათანადო უწყებას შესაბამისი საჩივრით მიმართოს. რაც შეეხება კონკრეტულ სიტყვებს, ეს ყველაფერი გამომდინარეობს ამ ქვეყნის ნგრევის სურვილიდან, რომელიც კონკრეტულ მედიასაშუალებებს გააჩნიათ. რეალურად, ესენი მედიასაშუალებები ხომ არ არიან? ისინი არიან პროპაგანდისტული, პარტიული რუპორები, რომლებიც აჟღერებენ არა ქართველი ხალხისა და ჩვენი საზოგადოების სურვილებს, აზრებს და ა.შ, არამედ მიმართული არიან ჩვენს ქვეყანაში ექსტრემიზმის წახალისებისა და პროპაგანდისკენ. ასევე, იმ ძალების მხარდაჭერისთვის, რომლებიც სამწუხაროდ, ქვეყნის ფარგლებს გარედან ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად მოქმედებენ. ამიტომ, ახლა ყველამ კეთილი ინებოს და როცა აცხადებენ, რომ რომელიმე უწყება არალეგიტიმურია და რომელიმე პატიმარი პოლიტპატიმარია - ეს ყველაფერი დაადასტურონ. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ძალიან მარტივ მოცემულობას, რომ არსებობს ფაქტები და თუ ამბობ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, კეთილი ინებე და დაამტკიცე. თუ ამის საშუალება არ გაგაჩნია, მაშინ გაუწიე აზრი იმას, რასაც იტყვი. ამიტომ, მეტი პასუხისმგებლობა მართებს. ეს კანონი ყველასთვის, მათ შორის მედიისთვის, მეტი პასუხისმგებლობების დამწესებელია იმ ჭრილში, რომ მათ მიერ გაჟღერებული ფრაზები იყოს პასუხისმგებლობით სავსე, დამტკიცებადი და არ იყოს ფარატინა ქაღალდები, რომელიღაცა ექსტრემისტის, მათი პატრონის ტვინში მოაზრებული ქვეყნის ნგრევისთვის გათვალისწინებული მოცემულობა, რომელსაც არანაირი საფუძველი და მტკიცებულება არ გააჩნია“, - განაცხადა მათიკაშვილმა. ცნობისთვის, „ტვ პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა. „ფორმულას“ ინფორმაციით, მათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მაუწყებლობის შესახებ "კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ედავება". კერძოდ, მათივე ცნობებით, საუბარია ტერმინებზე: „არალეგიტიმური პარლამენტი", "ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო"; "კლანის მსახური მოსამართლე" და ა.შ..
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)