|
2025-06-02 19:05:54, 918 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი - ნიკა მელია რაც უფრო მეტს დააშავებს, მეტი ბრალი წარედგინება
ნიკა მელიამ საკუთარ თავს გარკვეული დატვირთვა მოუძებნა, რომ სახელმწიფოს გამოწვევები მოუწყოს. ერთ შემთხვევაში, ელექტრონული სამაჯური მოიხსნას და ისროლოს, ხოლო მეორე შემთხვევაში – მოსამართლეს წყალი შეასხას, რაც კანონდარღვევაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. წილოსანის თქმით, სახელმწიფოს თავისი დანიშნულება ნაპოვნი აქვს – ყველა სამართალდარღვევაზე შესაბამისი რეაგირება იქნება. „რა თქმა უნდა, მელია რაც უფრო მეტს დააშავებს, მით უფრო მეტი ბრალი წარედგინება. რაც შეეხება მის მცდელობას, აღნიშნული დანაშაულები პოლიტიკურ დევნად გაყიდოს, სტრასბურგის სასამართლომ ერთ შემთხვევაში დაადასტურა, რომ ის სამართლიანად იყო ბრალდებული და როცა კიდევ დააშავებს, მას არავინ გაამართლებს, მათ შორის არც სტრასბურგის სასამართლო“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)