20:37 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-31 12:25:56, 979 ნახვა

პოლიტიკა
გომელაურს სამშობლოსა და ერის წინაშე დამსახურებისთვის ვახტანგ გორგასლის ორდენი გადაეცა

ვახტანგ გომელაურს სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა - ორდენი აშშ-ს მიერ სანქცირებულ ივანიშვილის ყოფილ მინისტრს მიხეილ ყაველაშვილმა გადასცა. 

"სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი გადაეცემა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ვახტანგ გომელაურს" - აცხადებს შსს პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. 

გომელაური 28 მაისს გადადგა. მიზეზად მან ქვეყანაში არსებული მშვიდი ვითარება და ოჯახისთვის მეტი დროის დათმობის სურვილი დაასახელა. 

"დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო" - დაწერა გომელაურმა. 

გასული წლის დეკემბერში აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურს მაგნიტსკის აქტის ფარგლებში ფინანსური სანქციები დაუწესა. გომელაური დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმაც. მეორე დღესვე, სანქცირებული მინისტრი ირაკლი კობახიძემ ვიცეპრემიერად დანიშნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics