|
2025-05-30 11:37:24, 890 ნახვა
ეკონომიკა
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემოარნდუმი გაფორმდა
29 მაისს, ქ. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, კომპანია PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის საფუძველზე, ტექნიკური სპონსორობის ფარგლებში, კომპანია PSP საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ წლის მანძილზე საჭირო მედიკამენტებს და სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფს. მემორანდმუმს ხელი მოაწერეს PSP-ს ადმინისტრაციულმა დირექტორმა მამუკა ბრეგვაძემ და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ გენერალურმა დირექტორმა დავით დოლაბერიძემ. “PSP-სა და „ტორპედოს“ შორის ურთიერთანამშრომლობა შარშან დავიწყეთ და წელსაც ვაგრძელებთ კლუბის მედიკამენტებით და სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფას. ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამარტივება, PSP-ს მთავარი პრიორიტეტია. როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, PSP 30 წლის მანძილზე, არაერთი სპორტის სახეობისა და კლუბის მხარდაჭერია. ჩვენი კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, დღევანდელი დღეც ამის დასტურია. წარმატებებს ვუსურვებთ კლუბ „ტორპედოს“, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე“ - განაცხადა მამუკა ბრეგვაძემ. „პირველ რიგში მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი ერთგული პარტნიორი “პსპ”-ს მიმართ, რასაც კლუბში თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. სასიამოვნოა ისეთ მძლავრ ფარმაცეპტულ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც წლებია წარმატებულად ოპერირებს ქვეყნის მასშტაბით. დღევანდელი ხელშეკრულების გაფორმებით უკვე 2 წელს ჩაითვლის ჩვენი პარტნიორობა, რაც გვაძლევს საფუძველს მომავალში უფრო მჭიდრო და ფუნდამეტური ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. დარწმუნებული ვარ ერთად, წინ ბევრი წარმატება გველის“- განაცხადა დავით დოლაბერიძემ.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)