04:50 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-29 22:59:36, 678 ნახვა

პოლიტიკა
მარკო მიხელსონი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი. ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, „ქართული დიქტატურის“ მიზნი ოპოზიციის განადგურებაა, როგორც ეს რუსეთსა და ბელარუსში იყო.

“როგორც ჩანს, ქართული დიქტატურის მიზანია, მთლიანი პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება - როგორც ეს მოხდა რუსეთსა და ბელარუსში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს. ქართული რეჟიმის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები გარდაუვალია თუ დემოკრატიები აპირებენ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის იმპერიის გაფართოების ამბიციებს,” - წერს მიხელსონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics