|
2025-05-28 15:19:48, 796 ნახვა
ეკონომიკა
დაესწარით SOLO Education-ი ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრას ბავშვებისთვის საჭირო ფინანსური ჩვევების შესახებ
SOLO-მ ახალი მიმართულება SOLO Education-ი შექმნა - პროექტი საინტერესო შეხვედრებს, შეთავაზებებსა და ისეთ ინიციატივებს აერთიანებს, რომლებიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის განათლების მიღებასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება. 29 მაისს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში SOLO მომხმარებლებისთვის გაიმართება შეხვედრა თამთა ჯიჯავაძესა და ნათია მშვიდობაძესთან, სადაც სპიკერები ბავშვებისთვის საჭირო ფინანსური ჩვევების მნიშვნელობასა და მათ განვითარებაზე ისაუბრებენ. შეხვედრაზე დასწრება SOLO მომხმარებლებს შეუძლიათ. ამისათვის, მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. ტრენინგი მიზნად ისახავს, მშობლებს გაუზიაროს საჭირო ცოდნა და უნარები, რომლებიც მათ შვილებისთვის ფინანსური განათლების მიცემაში დაეხმარებათ. მათ შორის, ხელს შეუწყობს მშობლებს, გაიგონ: როგორ აუხსნან ბავშვებს ფინანსური კონცეფციები, ესაუბრონ მარტივად, წაახალისონ მათში პასუხისმგებლობიანი ქცევა და ჩამოუყალიბონ მომავლისთვის გამოსადეგი ჩვევები. სპიკერები შეეხებიან ისეთ თემებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, დანაზოგების დაგეგმვა, გონივრული ხარჯვა, იმპულსური შენაძენების თავიდან აცილება და სხვა მნიშვნელოვანი ფინანსური პრინციპები. ინფორმაციისთვის, თამთა ჯიჯავაძე ბიზნესგამოცემა bm.ge-ის რედაქტორი, ჟურნალისტი და ტრენერია. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სასკოლო და არაფორმალური განათლების მიმართულებით. ხოლო, ნათია მშვიდობაძე სტრატეგიული მენეჯერი და ანალიტიკოსია, რომელიც ატარებს ტრენინგებს ეკონომიკის მასწავლებლებისთვის და არის არასამეწარმეო ფინანსების მოწვეული ლექტორი უნივერსიტეტში. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)