|
2025-05-27 18:45:33, 785 ნახვა
ეკონომიკა
1 ივნისისთვის ბიზნესები „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერით სპეციალური შეთავაზების შექმნას შეძლებენ
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკი, შესაძლებლობას აძლევბს ბიზნესებს, ბავშვთა დაცვის დღისთვის სპეციალური შეთავაზებები დანახარჯების გარეშე მოამზადონ. თუ გაქვთ კვების ობიექტი, გასართობი ცენტრი, ყიდით აქსესუარებს, სათამაშოებს ან საკანცელარიო ნივთებს, შესაძლებლობა გაქვთ, შექმნათ 30%-იანი ქეშბექის შეთავაზება (მაქს. 20 ლარი) sCool Card-ის მფლობელებისთვის ან 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი (მაქს. 25 ლარი). მომხმარებლებისთვის დასაბრუნებელ თანხას კი საქართველოს ბანკი დააფინანსებს. (sCool Card-ით გადახდის შემთხვევაში 20 ლარს, PLUS ბარათით გადახდის შემთხვევაში კი 25 ლარის PLUS ქულებს) კამპანიაში ჩართვა და სასურველი შეთავაზების შექმნა შეუძლია ყველა ბიზნესს, რომელსაც აქვს საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში და რომლის ყოველთვიური ბრუნვაც, ბოლო 3 თვის განმავლობაში, არ აღემატება 1 000 000 ლარს, ამასთან — მისი საქმიანობა დაკავშირებულია კვების, გართობისა და შოპინგის ინდუსტრიასთან. სასურველია, ბიზნესებმა შეთავაზებები 28 მაისის ჩათვლით შექმნან. შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს. ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერი არის საქართველოს ბანკის პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნან ფასდაკლების, PLUS ქულების და ქეშბექის შეთავაზებები და გამოაქვეყნონ საქართველოს ბანკის მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე — პლატფორმებზე, რომელთაც 1 600 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს. Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნის შესახებ იხილეთ ვიდეო და შექმენით შეთავაზება. ცნობისთვის, პლატფორმაზე შესვლას შეძლებენ დირექტორები იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკის ან ბიზნეს ინტერნეტბანკისთვის იყენებენ. ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს კი შეთავაზების შექმნის უფლება უნდა მიანიჭოს დირექტორმა.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)