|
2025-05-27 14:13:35, 642 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის დაკავებაზე - ვულოცავ ანრი ოხანაშვილს და სპეცსამსახურებს ამ წარმატებულ ღონისძიებას
ამ ადამიანს სასამართლოთი დაუმტკიცდა, რომ თაღლითური გზით ასეულობით მილიონი აქვს მოპარული, მითვისებული, ზუსტი კვალიფიკაცია არ მახსოვს და გუშინდელი ჩატარებული ძალიან წარმატებული ღონისძიების შედეგად ეს ადამიანი იქნა დაკავებული. ვულოცავ ანრი ოხანაშვილს და სპეცსამსახურებს ამ წარმატებულ ღონისძიებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. ასევე, გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ, შესაძლებელია გარიგების შედეგად მომხდარიყო ბაჩიაშვილის დაკავება, მდინარაძე აცხადებს, რომ „არანაირ გარიგებაზე არ არის საუბარი“. „როგორც ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტროც იყო ჩართული და მადლობას ვუერთდები ქართული სპეცსამსახურების და ძალიან მიხარია, რომ ქართული სპეცსამსახურები თავიანთ სიმაღლეზე დგანან და ასეთი გადაადგილებების შესახებ ინფორმაციას ფლობენ, იპოვებენ, არსებობენ წყაროები, რომლებიც ამ ინფორმაციას მათ აწვდიან და შესაბამისად რეაგირებენ. ამიტომ, ეს არის წარმატებული ღონისძიება, წარმატებული ოპერაცია, რომელიც თქვენ არ გაგიხარდებოდათ იმიტომ, რომ ეს ადამიანი როგორც აღმოჩნდა ოპოზიციის, დაგეგმილი, დასაგეგმი თუ მიმდინარე აქციების მთავარი დამფინანსებელი იყო და საბოლოო ჯამში ისიც ასრულებდა დავალებებს. სხვანაირად მისი ქმედება, მას რომ ის გაებედა, რაც გაბედა, წარმოუდგენელია. დავალების შემსრულებელი, ადამიანი, რომელმაც დიდი თანხები მოიპარა არის დაკავებული, ეს ძალიან კარგია. რა თქმა უნდა, არანაირ გარიგებაზე არ არის საუბარი“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)