|
2025-05-27 12:23:03, 779 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში ნინო ოხანაშვილის ბიზნეს სესია გაიმართება
საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას და მხარდაჭერას. ამ მიზნით, ბანკი, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, ბიზნეს სესიების ციკლს აგრძელებს. 28 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემია უმასპინძლებს მორიგ ღონისძიებას თემაზე — „გუნდის შექმნა და მართვა“, რომელსაც ნინო ოხანაშვილი გაუძღვება. ლექცია განკუთვნილია დამწყები და მოქმედი მეწარმეებისთვის, მენეჯერებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს, სტარტაპის ან სხვა ტიპის ბიზნესისთვის ეფექტური გუნდი ჩამოაყალიბოს და მართოს. შეხვედრაზე მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას იმაზე, თუ როგორ უნდა აქციონ გუნდი საკუთარ სტრატეგიულ უპირატესობად. განხილული იქნება ის მთავარი პრინციპები და ინსტრუმენტები, რომლებიც თანამედროვე სტარტაპებს ეფექტური გუნდის ფორმირებასა და თანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბებაში ეხმარებათ. ლექცია უპასუხებს შემდეგ საკვანძო კითხვებს:
ლექცია ჩატარდება აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში, 28 მაისს, 20:00 საათზე. ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდით და შეიძინეთ ბილეთი აზროვნების აკადემიის ვებსაიტზე. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლების პლატფორმის — ბიზნეს 360° — ნაწილია. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის: საგანმანათლებლო აქტივობებს, პროგრამებს, კვლევებს, შეთავაზებებსა და ღონისძიებებს.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)