|
2025-05-26 17:55:19, 680 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - ვულოცავ ყველას, ვისაც უნდა, რომ ქვეყანა იყოს თავისუფალი
[დამოუკიდებლობის დღე] მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და ვინც გაიაზრა, რომ იმ ტყუილში ცხოვრება, რომელშიც რუსული ოცნება ამყოფებს ქვეყანას, უნდა დასრულდეს , - ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომელიც მარჯანიშვილის მეტროსთან იმყოფება, საიდანაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირისკენ მარში გაიმართება. მამუკა ხაზარაძის თქმით, დამოუკიდებლობის იდეა საქართველოს არასდროს არ ტოვებს იმიტომ, რომ საქართველოს გადარჩენის საიდუმლოება სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლაა. „მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ჩვენს ემიგრაციას, განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს პოლიტპატიმრებს. მინდა ვუსურვო სიმხნევე, სიმტკიცე. ეს მათი დღეც არის, მათი ღვაწლია, შრომა და თავდადება დღევანდელი დღისთვის. მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და ვინც გაიაზრა, რომ იმ ტყუილში ცხოვრება, რომელშიც რუსული ოცნება ამყოფებს ქვეყანას უნდა დასრულდეს. დამოუკიდებლობა როცა იქნა გამოცხადებული, 1918 წელს, იმ დღიდან ქვეყანამ გაიარა უამრავი წინააღმდეგობა, უამრავი ბრძოლა, უამრავი სისხლი, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეა საქართველოს არასდროს არ ტოვებს იმიტომ, რომ ჩვენი გადარჩენის საიდუმლოება სწორედ თავისუფლებისთვის ბრძოლაა. თავისუფლება არ არის მხოლოდ 26 მაისის აღნიშვნა, თავისუფლება პირველ რიგში პიროვნული თავისუფლებაა, თითოეული მოქალაქის თავისუფლებაა და პროტესტი იმისა, რომ არასდროს არ დავემონებით არავის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)