|
2025-05-23 17:55:37, 4356 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, შეხვედრა Humans of AI გაიმართება
საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური, მონაცემებზე დაფუძნებული ორგანიზაცია, Tbilisi AI Meetups-თან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ ინსპირაციულ შეხვედრას "Humans of AI", რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიღმა მდგომ ადამიანებზე, მათ პირად გზასა და პროფესიულ გამოცდილებაზე მოგვითხრობს. ღონისძიება თავისუფალი საუბრის ფორმატში წარიმართება და დამსწრეებს შესაძლებლობას მისცემს, ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე პროფესიონალების გამოცდილებებზე, მათ გამოწვევებსა და წარმატების გზებზე მეტი ინფორმაცია მიიღონ. ღონისძიების სპიკერი იქნება საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი, მიხეილ ნადარეიშვილი, რომელიც ბანკში AI გადაწყვეტების შემუშავებასა და დანერგვაზე მუშაობს. დისკუსიის ძირითადი თემებია:
ღონისძიება საქართველოს ბანკის 4B სივრცეში, ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში გაიმართება. „აღნიშნული შეხვედრა ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, ახლებურად დაინახონ და შეაფასონ ხელოვნური ინტელექტი — ერთი მხრივ, როგორც ტექნოლოგია, რომელიც რეალურ გავლენას ახდენს ადამიანებზე და მეორე მხრივ — როგორც სფერო, რომლის უკან ინოვატორი ადამიანები დგანან. ჩვენ მადლობას ვუხდით Tbilisi AI Meetups-ს პარტნიორობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს არაერთ საინტერესო შეხვედრას შევთავაზებთ“, — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)