|
2025-05-22 18:44:25, 830 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - ალბათ დააყენებენ პატიმრობაზე შუამდგომლობას, ის ხდება, რასაც ველოდით
ერთადერთი მიზეზი, რატომაც ახლა სასამართლოს აგრძელებენ (სამუშაო საათების დასრულების შემდეგ), ამ ხალხის მოყვანა და მობილიზება ამ საპოლიციო ძალების აღარ უნდათ მეორედ იმიტომ, რომ პრემიები უნდა ურიცხონ მერე , - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის შესვენების დროს ჟურნალისტებთან განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, დაცვის მხარემ რამდენჯერმე მოითხოვა თეა წულუკიანის დაკითხვა, თუმცა, წულუკიანამდე ამბავი არც მიაქვთ, რადგან „ვერ ბედავენ და სასამართლოშივე ჩეხენ ამ ამბავს“. „ყველა შუამდგომლობა, რომელიც ჩვენმა მხარემ დააყენა, არც ერთი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ყველა შუამდგომლობას, რომელსაც ისინი აყენებენ, ცხადია, მოსამართლე აკმაყოფილებს. თუმცა, ჩვენც გვაქვს შუამდგომლობები, მათ შორის, გირაოს გაუქმებაზე, ისინი ალბათ მერე დააყენებენ პატიმრობაზე. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ის ხდება, რასაც ველოდით. თეა წულუკიანის დაკითხვაზე შუამდგომლობა მანამდეც გვქონდა დაყენებული, რამდენჯერმე მივმართეთ და ყოველ ჯერზე სასამართლომ უარი თქვა. წულუკიანამდე არც მისულა ეს ამბავი, ვერც ბედავენ, რომ მიიტანონ, აქვე ჩეხენ მაგ ამბავს და აქვე ამბობენ უარს. ამბავი ის იყო, რომ წულუკიანი მოსულიყო და აქედან იქნებოდა კითხვა, მე რატომ მიბარებენ საერთოდ. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ახლა სასამართლოს აგრძელებენ (სამუშაო საათების დასრულების შემდეგ), ამ ხალხის მოყვანა და მობილიზება ამ საპოლიციო ძალების აღარ უნდათ მეორედ იმიტომ, რომ პრემიები უნდა ურიცხონ მერე. ამათმაც და მოსამართლემაც იციან რომ დღეს უნდა გადაწყვიტონ, მეორედ ამ ხალხის მობილიზების თავი აღარ აქვთ“, - აღნიშნა ჯაფარიძემ. მანვე მოუწოდა საზოგადოებას, რომ პროტესტი გაგრძელდეს, რადგან გარედან უნდა ჩანდეს, რომ ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის. „წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს ყველა ფორმით და რუსთაველზე საღამოს. რუსთაველზე სიარული არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ამბავი. გარედან რომ შეხედავენ ამ ამბავს, წინააღმდეგობა უნდა ჩანდეს, უნდა ჩანდეს, რომ ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)