|
2025-05-21 16:21:26, 721 ნახვა
პოლიტიკა
ბორის ჩელე ყურუა - განცხადება ზვიად ცეცხლაძემ დაწერა, ტექსტს სხვა პატიმრებიც შეუერთდნენ
ბორის ჩელე ყურუას განცხადებით, ციხეში რეჟიმის ერთ-ერთი პატიმარი, ზვიად ცეცხლაძე მოინახულა, რომელმაც დაუდასტურა, რომ 20 მაისს სოციალურ ქსელში რეჟიმის პატიმრების სახელით გავრცელებული განცხადების ტექსტი მისი დაწერილია, რომელიც სხვა პატიმრებსაც გააცნო და განცხადებას ისინიც შეუერთდნენ. "ზვიად ცეცხლაძე ვინახულე, მითხრა რომ წერილი მან დაწერა. საკანში მასთან ერთად სხედან ვალერი თეთრაშვილი, გურამ მირცხულავა და საბა ჯიქია, მათ საკანშივე მოაწერეს ხელი. 14 მაისს სასამართლოზე წასვლის დროს, ზვიადმა წერილი წაიღო, ტექსტს გაეცნო, მოიწონა და ხელი მოაწერა: 15 მაისს მისმა თანამესაკნეებმა გურამ მირცხულავამ და ვალერი თეთრაშვილმა წერილი იგივე ხერხით გააცნეს 11 კაციან ჯგუფს, საიდანაც რვამ მოიწონა და ხელი მოაწერა. ჩემი მიზანი იყო წერილის წარმომავლობის და ავთენტურობის გარკვევა, რაც გავარკვიე გიყვებით. კონსპირაციულ თეორიებს თუ აღარ ააგებთ კარგი იქნება". - წერს ყურუა. 20 მაისს მოძრაობა დაფიონმა რეჟიმის 17 პატიმრის სახელით განცხადება გაავრცელა, სადაც პატიმრები მოქალაქეებს 26 მაისის აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ, ოპოზიციისგან მოითხოვდნენ მკაფიო უარს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ასევე აღნიშნავდნენ: "ჩვენთვის, ასევე, მიუღებელია კონკრეტული პოლიტიკოსების ფოტოების გამოყენება პროტესტზე. ამორალური და შეუძლებელია წინა რეჟიმის სახე-ხატით დღევანდელი რეჟიმის დამარცხება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა თავი შეიკავონ ისეთი შინაარსის ბანერებისგან, რაც იწვევს პროტესტს წევრებს შორის, დისონანსს და პროტესტის დისკრედიტაციას". წერილს მალევე გამოეხმაურნენ რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრების ნაწილი, ონისე ცხადაძის ძმამ, სანდო ცხადაძემ სოციალურ ქსელში დაწერა - "სიმართლე ხვალ დილით გაირკვევა, როცა პატიმრები დარეკავენ, მაგრამ ამჟამად უტყუარი სიმართლე ისაა, რომ არცერთი პატიმრის, არცერთმა ოჯახის წევრმა არ ვიცოდით ამ წერილზე". მსგავსი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ირაკლი ქერაშვილის დამაც. მოგვიანებით მოძრაობა დაფიონმა აღნიშნული პოსტი სოციალური ქსელიდან წაშალა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)