|
2025-05-21 11:40:13, 668 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - რომ გავიხსენოთ თბილისი 8 წლის წინ და შევადაროთ, როგორია დღეს, ძალიან დიდი განსხვავებაა
რომ გავიხსენოთ თბილისი 8 წლის წინ და შევხედოთ, დღეს როგორია ჩვენი დედაქალაქი, არის ძალიან დიდი განსხვავება. დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ლამაზი და პირველ რიგში, ეს არის დედაქალაქის მერის დამსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, დედაქალაქის განვითარებისთვის მზადდება გეგმა და ოთხი წლის შემდეგ თბილისი კიდევ უფრო მეტად განვითარებული იქნება. „ყველა ვხედავთ, როგორ ვითარდება დღიდან დღემდე ჩვენი დედაქალაქი, მუდმივად ლამაზდება, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. დღევანდელი დღეც არის ამის კიდევ ერთი გამოხატულება. ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავხსენით ბაგების გადასასვლელი ხიდი და ამ პროექტმა უკვე ძალიან გააადვილა გადაადგილება ქალაქის ამ სივრცეში და ეს პროექტიც ემსახურება ზუსტად ამ მიზანს, რომ მაქსიმალურად კომფორტული გახდეს ქალაქში გადაადგილება დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის. გარდა ამისა, ასეთი პროექტები ხელს უწყობს ქალაქში შესაბამისი სივრცეების განვითარებას. ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო. პირველ რიგში მადლობა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მეტად განვითარდება. მე ვიცი, რომ კახა კალაძეს აქვს ამბიციური გეგმები შემდეგი ოთხი წლისთვის. ძალიან დახვეწილი გეგმა მზადდება ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო მეტად განვითარებული და ბევრი ასეთი პროექტი შეემატება ჩვენს დედაქალაქს. ჩვენ რომ გავიხსენოთ თბილისი 8 წლის წინ და შევხედოთ, დღეს როგორია ჩვენი დედაქალაქი, არის ძალიან დიდი განსხვავება. დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ლამაზი და პირველ რიგში, ეს არის დედაქალაქის მერის დამსახურება. კიდევ ერთხელ მინდა მას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კობახიძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)