|
2025-05-20 10:10:30, 682 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ყველა მოსწავლეს, რომელიც დღეს ახალ ეტაპს იწყებს, ვულოცავ სკოლის დამთავრებას
ირაკლი კობახიძე მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. კობახიძის თქმით, ახალი თაობა კიდევ მეტი შემართებით შეხვდება ცხოვრების გზაზე არსებულ ახალ გამოწვევებს და თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში. „ყველა მოსწავლეს, რომელიც დღეს თავისი ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს, ვულოცავ სკოლის დამთავრებას. ბოლო ზარი ადამიანის ცხოვრებაში, ბევრ დადებით ემოციასთან ერთად, ბედნიერი მომავლის რწმენასთან ასოცირდება. ყველას გულითადად ვუსურვებ მშვიდობიან, ნათელ მომავალს, საკუთარი მიზნების, ოცნებების რეალობად ქცევას და საინტერესო, მრავალფეროვან ცხოვრებას. დარწმუნებული ვარ, ახალი თაობა კიდევ უფრო მეტი შემართებით შეხვდება ცხოვრების გზაზე არსებულ ახალ გამოწვევებს და თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)