|
2025-05-19 15:48:13, 864 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით მზიურის ღია კინოჩვენებების მე-10 სეზონი იწყება
სოციალური კაფე „მზიური“, თიბისის მხარდაჭერით, ღია კინოჩვენებების მე-10 საიუბილეო სეზონს ხსნის. მზიურის ღია სივრცეში სადისკუსიო ფორმატის კინოჩვენებები 2016 წლიდან იმართება. პროექტის მიზანია თანამედროვე ქართული და უცხოური საავტორო ფილმების პოპულარიზაცია და მათი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. კინოჩვენებების ფარგლებში გაიმართება დისკუსიები ქართველ რეჟისორებთან და კინოს სფეროს სხვა წარმომადგენლებთან, რაც მაყურებელს შესაძლებლობას მისცემს თანამედროვე ქართული კინოს შესახებ მეტი გაიგოს. ღია კინოჩვენებები კაფე „მზიურის“ ეზოში მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ ხუთშაბათს, 21:00 საათზე მოეწყობა. თვეში ერთხელ, კაფე „მზიური“ შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებს, თავად წარადგინონ ფილმი და სადისკუსიო თემა. პროექტის კურატორია კინოკრიტიკოსი და კულტურის მკვლევარი ნინო ჩიმაკაძე. დასწრება თავისუფალია. სივრცე სრულად ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის. თიბისი, ქვეყნის მასშტაბით, კულტურის და განათლების სფეროს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. ამ პროცესში თიბისის მიზანია, როგორც კულტურული ინსტიტუციების, ისე ცალკეული სახელოვნებო პროექტების გრძელვადიან და თანმიმდევრულ ხელშეწყობასთან ერთად, ხელმისაწვდომი გახადოს ფართო აუდიტორიისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)