|
2025-05-19 11:05:56, 1000 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში ბაზრის კვლევაზე ბიზნეს სესია გაიმართება
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, ბიზნეს სესიების ციკლს აგრძელებს. 21 მაისს ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, გაიმართება ლექცია თემაზე - “ბაზრის კვლევა, სეგმენტაცია, კონკურენტული ანალიზი”, რომელსაც კრეატიული სააგენტო სუპერმარკეტის თანადამფუძნებელი, ვასკა ჩუბინიძე გაუძღვება. ლექცია განკუთვნილია მეწარმეებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი ბიზნესისთვის ბაზარზე გამორჩეული პოზიცია იპოვონ. შეხვედრაზე განხილული იქნება, თუ რატომ არის აუცილებელი ბაზრისა და კონკურენტების სიღრმისეული კვლევა ბიზნესის დარეგისტრირებამდე. მონაწილეები გაეცნობიან პრაქტიკულ ინსტრუმენტებს ბაზრის ეფექტური ანალიზისთვის, გაიგებენ კონკურენტების შესწავლის მეთოდებს და ხერხებს საკუთარი უპირატესობების აღმოსაჩენად. ვასკა ჩუბინიძე ლექციაზე უპასუხებს შემდეგ საკვანძო კითხვებს:
შეხვედრა 21 მაისს, 20:00 საათზე, აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში გაიმართება. ლექციების სრულ ციკლზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)