|
2025-05-18 09:49:19, 953 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე - მმართველი კორუმპირებული ბანდის ყველა განცხადება ოჯახებზე არის დიდი ტყუილი
„ოცნების“ კორუმპირებულ ბანდას ოჯახები სულ ფეხზე ჰკიდია და მხოლოდ საკუთარი ოჯახების სიმდიდრე აინტერესებს, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, 2024 წელს, მხოლოდ 6 თვეში პედოფილიის მსხვერპლი 115 მოზარდი გახდა. „მმართველი კორუმპირებული ბანდის ყველა განცხადება ოჯახებზე არის დიდი ტყუილი. „ქართულ ოცნებას“ ოჯახები ცუდ დღეში ჰყავს. „ოცნების“ კორუმპირებულ ბანდას ოჯახები სულ ფეხზე ჰკიდია და მხოლოდ საკუთარი ოჯახების სიმდიდრე აინტერესებს. 2024 წელს, მხოლოდ 6 თვეში პედოფილიის მსხვერპლი 115 მოზარდი გახდა; 2024 წელს განქორწინებების მაჩვენებელმა 13 520 შეადგინა; 2024 წელს ძალადობის მსხვერპლი 3457 ქალი და 123 ბავშვი გახდა; 2024 წელს 671 337 კაცი იღებდა საარსებო შემწეობას; 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ ქვეყანა დატოვა; ბავშვები შიმშილობენ. სინამდვილეში, მმართველ კორუმპირებულ ბანდას ოჯახები სძულს იმიტომ, რომ მდიდარი და კმაყოფილი ოჯახი ითხოვს ღირსებას. „ქართულ ოცნებას“ ოჯახები ცუდ დღეში ჰყავს“, - წერს ანა დოლიძე „ფეისბუქზე“.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)