|
2025-05-16 14:48:09, 1158 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მეშვიდე სეზონი წინანდლის ისტორიულ მამულში 4-14 სექტემბერს გაიმართება. ტრადიციულად, წინანდლის ფესტივალი მუსიკის მოყვარულებს პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად, მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს, გამოჩენილ დირიჟორებს და სოლისტებს წარუდგენს. 2025 წლის სეზონს პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის თანხლებით გახსნიან ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი ჯანანდრეა ნოზედა და პიანისტი ბეჰზოდ აბდურაიმოვი, რომელიც მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან და ცნობილ დირიჟორებთან თანამშრომლობს. ლეგენდარული დირიჟორი ზუბინ მეტა წელს წინანდალს კვლავ ეწვევა და მალერის პირველი სიმფონიით 14 სექტემბერს საზეიმოდ დახურავს ფესტივალს. წლევანდელ სოლისტებს შორის არიან პიანისტები ბეჰზოდ აბდურაიმოვი, გიორგი გიგაშვილი, ალექსანდრა დოვგანი, ჟულიენ კვენტინი, ნიკოლაი ლუგანსკი, ანდრას შიფი და ცოტნე ზედგინიძე; მევიოლინეები მარკ ბუშკოვი, მიშელ გუტმანი, დანიელ ლოზაკოვიჩი და იემენ საადი; ვიოლონჩელისტები მიშა მაისკი, ჯინგ ჟაო და პაბლო ფერანდესი; კონტრაბასისტი ბრენდან კეინი და ალტისტი სარა ფერანდესი. წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონში იერუსალიმის კვარტეტი პირველად მიიღებს მონაწილეობას, სუხიშვილების ეროვნული ბალეტი კი ტრადიციულად წელსაც ესტუმრება ფესტივალს. გაეცანით ფესტივალის დეტალურ პროგრამას. თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათის მომხმარებლებს, წინასწარი გაყიდვების ფარგლებში, 15 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, შესაძლებლობა გექნებათ შეიძინოთ ფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებული ნაკრებები* და ბილეთები 25%-მდე ფასდაკლებით. *ნაკრების შესაძენად გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს. ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს. წინასწარი გაყიდვის ამოწურვის შემდეგ, ნაკრებებსა და ბილეთებზე გავრცელდება 15%-მდე ფასდაკლება მხოლოდ თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათებზე.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)