07:22 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-16 11:04:44, 1137 ნახვა

სამართალი
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ფაქტებზე, ასევე, ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, დაკავებული არიან: 1996 წელს დაბადებული გ.მ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ჩ., 2006 წელს დაბადებული მ.ღ., და წარსულში ნასამართლევი პირები, 1970 წელს დაბადებული მ.გ., და 2004 წელს დაბადებული ე.კ.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი", „გამომშრალი მარიხუანა“, „მეთადონი“, და „მეფედრონი“. ასევე, ამოღებულია ელექტრო სასწორი და პოლიეთილენის პარკები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე, 273-ე პრიმა, 19-260 ტერცია, 18-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics