|
2025-05-16 10:40:49, 913 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა და პეტრე ცისკარიშვილი სენატორ როჯერ უიკერსს შეხვდნენ
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია სენატორ როჯერ უიკერსს, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეს, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარესა და სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრის მთავარ თემას „MEGOBARI აქტი“ და მომდევნო ნაბიჯები წარმოადგენდა. დელეგაციამ სენატს კანონის საბოლოო მიღების მიზნით სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდა, რომ ქართული დემოკრატიის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა გამყარდეს. „განსახილველ თემებს შორის იყო, ასევე საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დროებითი შეჩერება. მხარეებმა საერთო პოზიცია დააფიქსირეს იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა სრულად აღდგება, როგორც კი საქართველოში დემოკრატია იქნება აღდგენილი. ენმ-ის დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი საერთაშორისო საფრთხეებზე, რომელიც სახელმწიფო რესურსებს უცხოეთში ლობისტების დასაქირავებლად იყენებს - მისი მიზანია გავლენის მოპოვება უცხო ქვეყნებში, რაც მის იზოლაციასა და სისუსტეს ნათლად უსვამს ხაზს“,- ნათქვამია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, შეხვედრის დროს, დელეგაციამ სენატორ უიკერსს მოუწოდა, საქართველოს ეწვიოს, რათა ადგილზე დააფიქსიროს მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი. „შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველო სარგებლობს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით აშშ-ში. ვენ მზად ვართ, დავაბრუნოთ დემოკრატია და ავაშენოთ ძლიერ ღირებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობა“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ. მათივე ცნობით, დელეგაციის მაღალი დონის ვიზიტი კაპიტოლიუმის შეხვედრებითა და ვაშინგტონის კვლევით ცენტრებში გრძელდება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)