|
2025-05-16 10:12:11, 985 ნახვა
ეკონომიკა
წარმატება გზაშია - მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება. პროექტი უკვე მეცხრე წელია იმართება და ის ქვეყანაში, ბიზნესის კეთების პოპულარიზაციასთან ერთად, ბიზნესსოციუმის განვითარებას და ბიზნესების წარმატების ისტორიების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად. წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება ბევრი საინტერესო სიახლით ბრუნდება, მათ შორის ახალი ნომინაციებით. ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ბიზნესებს 5 კატეგორიაში შეუძლიათ დარეგისტრირება: 1. საუკეთესო პროდუქტი გამარჯვებულებისთვის სამი კატეგორიის პრიზია დაწესებული. თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიოს სამი ჯილდოდან ერთ-ერთი:
ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებს სხვადასხვა დარგის ექსპერტებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულების ვინაობა, ივლისის თვეში, დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა, ასევე, სასურველ ნომინაციაში დარეგისტრირება შესაძლებელია ბიზნესდაჯილდოების ვებგვერდზე: ბიზნეს დაჯილდოება 2025 . წელს, პროექტის მთავარი პარტნიორია - Visa. მხარდამჭერი - აჭარა ჯგუფი. ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მედიამხარდამჭერები არიან: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)