|
2025-05-15 15:30:55, 651 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ქართულ-ამერიკული მეგობრობა ჩვენი თავისუფლების და სუვერენიტეტის გარანტიაა
ქართულ-ამერიკული მეგობრობა ჩვენი თავისუფლების და სუვერენიტეტის გარანტიაა. მისი გაფრთხილება მთელი ერის ინტერესია, მისი დაზიანება კი მტრის მიზანი - ვერც ივანიშვილი და ვერცერთი სხვა გაყიდული „ქოცი“, კონსპირაციებითა და რუსული ზღაპრებით, ვერ დააზიანებს ქართულ-ამერიკულ პარტნიორობას,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჩვენი მტრების მიზანია საქართველო დარჩეს მარტო და დაუცველი. „ქართულ-ამერიკული მეგობრობა ჩვენი თავისუფლების და სუვერენიტეტის გარანტიაა. მისი გაფრთხილება მთელი ერის ინტერესია, მისი დაზიანება კი მტრის მიზანი. ამერიკის მხარდაჭერა თავისუფლების, უსაფრთხოების და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით შეუფასებელია. ვერც ივანიშვილი და ვერცერთი სხვა გაყიდული „ქოცი“ – კონსპირაციებითა და რუსული ზღაპრებით – ვერ დააზიანებს ქართულ-ამერიკულ პარტნიორობას. ამის მკაფიო მაგალითია „მეგობარი აქტის“ მიღება. „მეგობარი აქტი” მიჯნავს ივანიშვილს და საქართველოს. „მეგობარი აქტი“ ამბობს: სანქციები ივანიშვილს და მის დაჯგუფებას – დახმარება და თანადგომა ქართველ ხალხს! ამერიკა ჩვენი მეგობარია არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერით არამედ: იცავს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს; აძლიერებს ქართულ ჯარს; ხელს უწყობს განათლების და ეკონომიკის განვითარებას; საერთაშორისო გავლენებით გვეხმარება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაში. ეს ურთიერთობა გვეხმარება, ვიყოთ თავისუფალი, ძლიერი სამყაროს ნაწილი და არა რუსეთის გავლენის ზონაში დაუცველად დარჩენილი, ქაოსში ჩაძირული ერი. ეს პარტნიორობა ეკუთვნის არა რომელიმე პარტიას, არამედ ქართველ ხალხს, რომელსაც სურს თავისუფალი და ღირსეული მომავალი. ეს მეგობრობა დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე და მას ვერ გადაფარავს ვერც ერთი კლოუნის ცინიზმი და პროვოკაცია. ჩვენი მტრების მიზანია – საქართველო დარჩეს მარტო და დაუცველი. ამ დროს ამერიკა, “მეგობარი აქტით”, კიდევ ერთხელ გვეუბნება: „თქვენ მარტო არ ხართ.“ ჩვენ კი ვპასუხობთ: „ჩვენ ვიცით, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ არის მტერი!“ ჩვენი არჩევანია დაცული საქართველო ძლიერ ამერიკასთან და ძლიერ ევროპასთან ერთად! ჩვენ გავიმარჯვებთ!” -აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)