|
2025-05-14 14:49:12, 956 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, აზროვნების აკადემიაში დავით მარკოზაშვილის ბიზნეს სესია გაიმართება
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ბანკი, აზროვნების აკადემიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ბიზნეს სესიების მხარდამჭერია. სესიები დამწყებ მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ბიზნესის რეგისტრაციამდე საჭირო ინფორმაცია მიიღონ. შეხვედრებს სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები უძღვებიან. ბიზნეს სესიების პირველი ლექცია 14 მაისს გაიმართება. შეხვედრა მოიცავს ბიზნეს იდეის გენერირებას, რეგისტრაციას და იურიდიული ფორმებს. შეხვედრას ანტერპრენერი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, დავით მარკოზაშვილი გაუძღვება. ლექცია განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც საკუთარი ბიზნესის დაწყების გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა სურს. შეხვედრის მონაწილეებს წარმოდგენა შეექმნებათ იმ ეტაპებზე, რომლებიც იდეის ბიზნესად გარდაქმნას უძღვის წინ — მათ შორის, იდეის გენერირებას, მის შეფასებას, სტრუქტურირებასა თუ პრაქტიკაში განხორციელებას. შეხვედრაზე განხილული იქნება, როგორ ამოვიცნოთ კონკურენტუნარიანი იდეა, რა ფაქტორები განაპირობებს მის სიცოცხლისუნარიანობას ბაზარზე, როგორ შევაფასოთ მისი პოტენციალი. ამასთანავე, ყურადღება დაეთმობა ბიზნესის იურიდიული ფორმის შერჩევის კრიტერიუმებს, ფინანსური და ოპერაციული გეგმების ჩამოყალიბების საწყის ეტაპებს. ღონისძიება 14 მაისს 20:00 საათზე, აზროვნების აკადემიაში, თინა იოსებიძის 57-ში გაიმართება. ლექციების სრულ ციკლზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. მასზე ხელმისაწვდომია 60-მდე კურსი სხვადასხვა თემატიკაზე. ხოლო ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)