|
2025-05-14 12:57:32, 1007 ნახვა
ეკონომიკა
შენ იცი, მთავარია გჯეროდეს - თიბისის გზავნილი ახალ თაობას
ახალი თაობის ცხოვრებაში, ბოლო ზარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი დღეა. ბოლო ზარი - ეს მხოლოდ ცხოვრების დასრულებული ეტაპი კი არა, უპირველესად, ახლის დასაწყისია. წინ მთელი ცხოვრებაა - სავსე გამოწვევებით, შანსებით, თავგადასავლებით, სირთულეებითა და გამარჯვებებით. გვჯერა, რომ ეს ის მომენტია, როცა ყველაზე მთავარია საკუთარი თავისა და ძალების რწმენა, რადგან არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა - მთავარია, გჯეროდეს. თიბისის ახალი ბრენდ პლატფორმითა და გზავნილით - „მთავარია გჯეროდეს“ - გვსურს, ადამიანების გვერდით ვიყოთ ისეთ მნიშვნელოვან მომენტებში, როცა გადაწყვეტილებას იღებენ, რომ ახალ მიზანს და გზას უნდა მიუძღვნან თავი. ახალი თაობისთვის, სწორედ, ამ მნიშვნელოვანი და გარდამავალი ეტაპისთვის - ბოლო ზარისთვის შევქმენით ბრენდირებული პერანგები, რომლის იდეაც ახალი თაობის (და არამხოლოდ) საყვარელ სპორტსმენთან - გიორგი მამარდაშვილთან კოლაბორაციით დაიბადა. პერანგებზე დატანილია გიორგის ხელნაწერი “მთავარია გჯეროდეს” და მისი ავტოგრაფი. ჩვენი პარტნიორობის - თიბისი x გიორგი მამარდაშვილი - ფარგლებში, უმნიშვნელოვანესია ახალი თაობის მხარდაჭერა; იმ თაობისა, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, რომელიც თავად ქმნის მომავალს. პერანგი - ყველაზე სიმბოლური და ძვირფასი ნივთია ბოლო ზარზე. მას მნიშვნელოვნად ხდის ბოლო ზარის დღეს მიღებული სურვილები. ამ დღის სამახსოვროდ, სწორედ, პერანგი გრჩება მთელი ცხოვრება. “არაუშავს, თუ ყველა კითხვაზე ჯერ არ გაქვს პასუხი. შენ იცი, რაზე ოცნებობ და რა გინდა მთელი გულით, მთავარია გჯეროდეს! წინ დიდი აღმოჩენები და თავგადასავლები გელოდება“ - ასეთია თიბისის გზავნილი ახალი თაობისთვის.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)