20:19 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-13 14:33:54, 636 ნახვა

პოლიტიკა
საბა ბუაძე - კობახიძის წერილი არის განკუთვნილი იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთ მარცხს შეაგუოს

ეს წერილი ადგილობრივი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი - იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთ მარცხს შეაგუოს, - ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრი, საბა ბუაძე პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რითაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს მიმართავს.

მისივე შეფასებით, კობახიძის მიერ გამოქვეყნებული საჯარო წერილი „არცერთ შემთხვევაში საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით გადადგმულ ნაბიჯს არ წარმოადგენს”.

„ეს წერილი არცერთ შემთხვევაში საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით გადადგმულ ნაბიჯს არ წარმოადგენს. საგარეო ურთიერთობების ნაწილში, ჩვენ ვნახეთ, „ქართლი ოცნების” მიღწევები, რაც არის. ეს არის ლევან დავითაშვილის ჩაფლავებული ვიზიტი და კიმბერლი ლოუს მიერ ელარჯის დეგუსტაცია.

ეს წერილი ადგილობრივი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ ერთი მარცხისათვის შეაგუოს - „ქართული ოცნება” „MEGOBARI აქტით” განწირულია და ამავდროულად, შეაგუოს კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას, რომელსაც ისინი რუსეთის მიმართულებით აპირებენ.

შესაბამისად, ეს სრულად შიდა მოხმარების დოკუმენტია და გამოხატავს ძალიან სუსტ პოზიციას დასუსტებული რეჟიმის, რომელსაც ფაქტობრივად, არავინ საერთაშორისო ასპარეზზე და იმ დედაქალაქებში არ ელაპარაკება, რომელიც ტრადიციულად საქართველოს პარტნიორებს წარმოადგენენ”, - განაცხადა ბუაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics