|
2025-05-09 17:27:26, 760 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ჟურნალისტზე თავდასხმა კარგად გვაჩვენებს, სადამდე მივყავართ უპასუხისმგებლო დონორობას
ის, რომ ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის დღეზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პირი თავს ესხმის ჟურნალისტს, კარგად გვაჩვენებს, სადამდე მივყავართ უპასუხისმგებლო დონორობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. პაპუაშვილმა აღნიშნული სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. „ექსპო ჯორჯიაში“, ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც ჟურნალისტი ინტერვიუს წერდა, ელენე ხოშტარია მას მიეჭრა და მუშაობაში მიზანმიმართულად შეუშალა ხელი, რესპონდენტს კი საუბარი არ აცადა. „იმედის“ ინფორმაციით, ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალა „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმაც.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)