|
2025-05-09 12:14:15, 687 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე - ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა
ეს გადაწყვეტილება არის არამეგობრული აქტი ქართველი ხალხის მიმართ - მთავრობა, რომელიც არის სააკაშვილის მეგობარი, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი ,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ვარშავაში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევას შეეხებოდა. მისივე თქმით, პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილება არის სამწუხარო. „ეს შეხვედრა ორგანიზებულია პოლონეთის მთავრობის მიერ. ის არის თავმჯდომარე ქვეყანა. პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებაა ასეთი, რაც არის სამწუხარო. ეს აჩვენებს ქართველი ხალხის მიმართ პოლონეთის ხელისუფლების არასწორ დამოკიდებულებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა. პოლონეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მოდერნიზატორი. ასეთი მთავრობა ჰყავს დღეს პოლონეთს. ეს გადაწყვეტილება არის არამეგობრული აქტი ქართველი ხალხის მიმართ. მთავრობა, რომელიც მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მოდერნიზატორი, რა თქმა უნდა, ასეთი არამეგობრული ნაბიჯი არ არის გასაკვირი. პოლონეთმა, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, გადაწყვიტა. მთავრობას, რომელსაც მოსწონს მიხეილ სააკაშვილი და ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მოდერნიზატორი, იმასთან როგორ უნდა დალაგდეს ქართველი ხალხი. ადამიანს თუ არ უნდა, რიყეზე ისე გაივლის, ქვას ვერ დაინახავს. იმიტომ ვერ გადავარწმუნეთ, რომ აქსიომაა, ის ვინც არის სააკაშვილის მეგობარი, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. პოლონეთის მთავრობა თავად უნდა ჩამოყალიბდეს რა სურს, ქართველ ხალხთან სურს ურთიერთობა თუ მას სურს კორუმპირებული, წამების სისტემის შემქმნელი სააკაშვილის რეჟიმისა და ამ იდეოლოგიის მხარდაჭერა. გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს, ვიდრე წესებს, პროცედურებსა და ქართველი ხალხის ინტერესებს“,- განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ მიწვეულები. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო არ იყო მიწვეული.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)