|
2025-05-08 09:51:04, 1006 ნახვა
სამართალი
მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის “სისხლის სამართლის საქმეზე, 8 მაისს 13:00 საათზე, სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს, სხდომაზე პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეთა დაკითხვა გრძელდება. 8 მაისს შესაძლოა, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, სასამართლოს წინაშე წარსდგეს. ირაკლი დგებუაძე, აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი, რომელმაც გამოძიების ფარგლებში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნის შედეგად, სახის არეში ტკივილი განიცადა. აღნიშნულ საქმეზე, წინა სასამართლო სხდომაზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელიაც გამოიკითხა, იგი 11 იანვარს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართულ აქციაზე იმყოფებოდა. გრიგოლ ბესელიამ სასამართლოს განუცხადა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე მზია ამაღლობელი მას არ დაუკავებია, თუმცა საპირისპიროს აცხადებენ მზია ამაღლობელის ადვოკატები და მტკიცებულებად დაკავების ვიდეო მასალა სასამართლოს წარუდგინეს. მზია ამაღლობელის ადვოკატების განცხადებით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმე პოლიციელები და გამომძიებლები სასამართლოს ცრუ ჩვენებას აძლევენ. მათი თქმით, მზია ამაღლობელის დევნა მიზანმიმართულად მიმდინარეობს და იგი საპატიმროში უკანონოდ იმყოფება. ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)