|
2025-05-07 13:42:25, 763 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური სასანქციო სიაზე - სიაში დიდი ხნის წინ ჩამწერეს
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური „MEGOBARI აქტის“ ფარგლებში დასასანქცირებელ პირთა სიაში მის ყოფნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის სიაში დიდი ხნის წინ ჩაწერეს. „სიაში დიდი ხნის წინ ჩამწერეს“, - განუცხადა გომელაურმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე მისვლისას. ცნობისთვის, „MEGOBARI აქტის“ ფარგლებში დასასანქცირებელ პირთა სიაში არიან: ირაკლი კობახიძე (პრემიერ-მინისტრი), კახა კალაძე (თბილისის მერი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი), ირაკლი ღარიბაშვილი (“ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე), ვახტანგ გომელაური (შინაგან საქმეთა მინისტრი), ანრი ოხანაშვილი (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი), პაატა სალია (იუსტიციის მინისტრი), მაკა ბოჭორიშვილი (საგარეო საქმეთა მინისტრი), სულხან თამაზაშვილი (აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი), შალვა პაპუაშვილი (პარლამენტის სპიკერი), ნინო წილოსანი (პარლამენტის სპიკერის მოადგილე), მამუკა მდინარაძე (საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი), ვიქტორ ჯაფარიძე (პარლამენტარი, პროპაგანდისტული არხი PosTV-ის მფლობელი), დიმიტრი (დიტო) სამხარაძე (პარლამენტარი, “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი), თეა წულუკიანი (პარლამენტარი), მიხეილ ჩინჩალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე), ლევან მურუსიძე (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი), დიმიტრი გვრიტიშვილი (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი), გიორგი მიქაუტაძე (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე), ლევან თევზაძე (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე), ირაკლი შენგელია (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე), რევაზ ნადარაია (საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე), შალვა თადუმაძე (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე), გიორგი გაბიტაშვილი (საქართველოს გენერალური პროკურორი), კარლო (კოკა) კაციტაძე (სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი), გიორგი კალანდარიშვილი (ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე), გიორგი ჯავახიშვილი (ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი), რაჟდენ კუპრაშვილი (ანტიკორუფციული ბიუროს მეთაური), ნათია თურნავა (ეროვნული ბანკის პრეზიდენტი), უჩა მამაცაშვილი, ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, ნოშრევან ნამორაძე, ირაკლი რუხაძე (მთავარი პროპაგანდისტული არხის Imedi TV-ის მფლობელი), ლაშა ნაცვლიშვილი (პროპაგანდისტული არხის PosTV-ის დამაარსებელი), ვასილ მაღლაფერიძე (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარე), თინათინ ბერძენიშვილი (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი), კახი ბექაური (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე)".
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)