|
2025-05-06 10:55:38, 676 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - „MEGOBARI აქტი“ არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, აშშ-ის კონგრესმა ერთხმად მიიღო საქართველოს „MEGOBARI აქტი“, რაც ეს არის ერთიანი, მტკიცე გზავნილი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი დემოკრატიისგან. როგორც ვაშაძე „ფეისბუქზე“ წერს, ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგობის საერთაშორისო აღიარება. „მადლობა ჩვენს მეგობარ ამერიკას ამ გადამწყვეტ მომენტში ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის. მეგობრებო, ჩვენი უწყვეტი წინააღმდეგობა უკვე იძლევა შედეგს, აშშ-ის კონგრესმა ერთხმად მიიღო საქართველოს „MEGOBARI აქტი”. ეს არის ერთიანი, მტკიცე გზავნილი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი დემოკრატიისგან. საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი, საქართველო არის თავისუფლების მოყვარე ერი და მათი ბრძოლა იმსახურებს მხარდაჭერას. წარმოუდგენელი რამ მოხდა - 165 რესპუბლიკელმა და 180 დემოკრატმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ამ აქტს. ამერიკაში, სადაც პარტიებს თითქმის ყველა საკითხზე სერიოზული უთანხმოება აქვთ, ასეთი თანხმობა მხოლოდ ეროვნული მნიშვნელობის და პრინციპულად სწორ საკითხებზე მიიღწევა. დღეს ასეთი საკითხი გახდა ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის. ეს არ არის მხოლოდ ამერიკის ხმა, ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგობის საერთაშორისო აღიარება. ეს არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს. ყველა, ვინც დღეს ან ხვალ ასოცირდება “ოცნებასთან”, გაიზიარებს მის ბედს. ახლა ამ მხარდაჭერას უნდა მივცეთ გაგრძელება საქართველოში, უნდა ვიქცეთ ერთ მუშტად შეკრულ ერად, რათა ეს წარმატება საერთო დიდ გამარჯვებად გადაიქცეს. ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ყველაზე მთავარი წინ არის!" - წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)