|
2025-05-05 19:03:03, 868 ნახვა
პოლიტიკა
დიპლომატიური სამსახურის პრინციპებს ახალი ნორმები, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განუხრელი დაცვა ემატება
დიპლომატიური სამსახურის ფასეულობებსა და პრინციპებს ახალი ნორმები ემატება, რომელთა დაცვაც დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ პირთათვის აუცილებელი იქნება. ახალი ნორმაა - “სამსახურებრივი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულება, დიპლომატიური სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე“. გარდა ამისა, დიპლომატიური სამსახურის პრინციპების ჩამონათვალს ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განუხრელი დაცვის პრინციპიც დაემატება. დიპლომატიურ სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესებს, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით, საგარეო საქმეთა მინისტრი დაამტკიცებს. ამ და მთელ რიგ სხვა სიახლეებს ’’დიპლომატიური სამსახურის შესახებ’’ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც განსახილველად მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. კანონში დაგეგმილი ცვლილების ფარგლებში სიახლეა ისიც, რომ დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული დიპლომატიური თანამდებობის პირები (გარდა სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და დიპლომატიური სამსახურის გავლის წესით განსაზღვრული თანამდებობის პირებისა) და ადმინისტრაციული პერსონალი, სხვა საჯარო მოხელეთა მსგავსად, დაექვემდებარებიან წელიწადში არანაკლებ ორჯერ შეფასებას, ნაცვლად კანონის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული წელიწადში ერთხელ შეფასებისა. დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს ემატა ნორმა, რომლის თანახმად, მივლინებული პირის მიერ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის ინტერესების და იმიჯის შელახვა ან ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და სამინისტროს ინტერესს, პირის ვადამდე გამოწვევის საფუძველი იქნება. პირები, რომლებიც გრძელვადიანი სამუშაო მივლინებიდან მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დარღვევის საფუძველზე იქნებიან გამოწვეული, დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩასარიცხ პირთა წრეს დაემატებიან. ამავე კანონის პროექტით გათვალისწინებულია დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, დიპლომატიური თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობის გაზრდა 1 წლამდე ვადით, ნაცვლად 6 თვისა.
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)