|
2025-05-05 16:37:24, 727 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - რთული სიტუაციაა, როდესაც კონგრესმენები ასე გიტევენ
რთული სიტუაციაა. როდესაც კონგრესმენები ასე გიტევენ და მეგობარი აქტის სახელს არქმევენ დოკუმენტს, რომელშიც ყველა პუნქტი უსამართლოა, რასაკვირველია, რთულ სიტუაციას გვიქმნის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვითარება არ ექვემდებარება გარკვეულ კონტროლს და გამოსწორების პერსპექტივა არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა, ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, მას იმედი აქვს, რომ საქართველო და აშშ ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან დაიწყებენ. „ახლახან ამერიკაში ვიცე-პრემიერს ამხელა ვიზიტი ჰქონდა, სადაც საუბრები იყო როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ საკითხებზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ის დრო მოვა, როცა ურთიერთობას მართლაც სუფთა ფურცლიდან დავიწყებთ. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, ამას ექნება რეალური შინაარსი და არა მხოლოდ სათაური და დასახელება. მეორე მხრივ, ნახეთ, ამერიკასაც აქვს პარტნიორული ურთიერთობები – ჩვენს მეზობელ, მეგობარ სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა. ამ მიმართულებით წარმატებებს ვუსურვებთ, მაგრამ ახლახან სომხეთმა ირანთან ერთად სამხედრო წვრთნები ჩაატარა. ანუ, ყველა ქვეყნის დამოკიდებულება ინტერესებიდან გამომდინარეობს. ვფიქრობთ, რომ ამერიკაში ინტერესები დადგება წინ, მათ შორის აშშ-ის ინტერესები და არა კონკრეტული ცალკეული კონგრესმენების მოსაზრება, რომ აუცილებლად „ნაცმოძრაობა“ უნდა იყოს ქვეყნის სათავეში“, – განაცხადა ვოლსკიმ. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა „მეგობარ აქტს“ დღეს განიხილავს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ 27 მარტს დაუჭირა მხარი. „მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს: დაიწყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის; აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ; მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართულნი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის მიზნით, ძირს უთხრიდნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულნი იყვნენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სტაბილურობას; გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვით თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ იმოქმედებს საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნების მიხედვით; გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში; მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იცავს ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)