|
2025-05-05 13:40:44, 726 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს „აგრომაცივარმა“ კახეთში ნუშისა და ხეხილის ბაღები გააშენა
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და რეგიონების გაძლიერებას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, შპს „აგრომაცივარმა“ ნუშის და ხეხილის ბაღები გააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 9 მილიონი ლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 6.5 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური რესურსი ნუშისა და ხეხილის ნერგების შეძენას, დარგვას, სარწყავი სისტემის პროექტირებას, საჭირო ტექნიკის შეძენასა და ნაწილობრივ, მიმდინარე ხარჯების დაფარვას მოხმარდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კახეთში, სოფელ ბოდბისხევში, 75 ჰექტარზე ნუშის, ხოლო სოფელ კარდენახში, 50 ჰექტარზე ხეხილის ბაღი გაშენდა. კომპანია სამომავლოდ ბაღების გაზრდას, ხეხილისთვის სამაცივრე მეურნეობის მოწყობასა და ნუშის გადასამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს. კომპანიის გეგმებში ასევეა პროდუქციის ექსპორტზე გატანა. “საქართველოს ბანკისთვის რეგიონებში ბიზნესების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანია “აგრომაცივართან” ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს რეგიონებში აგრო წარმოების განვითარებაში. ჩვენთან თანამშრომლობით კომპანიამ 40 ჰექტარზე უკვე გააშენა ვენახი ყვარელში. 35 ჰექტარზე კი სუპერინენსიური ბაღი გორში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კარდენახში 50 ჰექტარზე ხეხილის, ხოლო ბოდბისხევში 75 ჰექტარზე ნუშის ბაღები გაშენდა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები რეგიონებში მრავალწლიანი კულტურების მოყვანის და გაშენების პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი სახვაძემ
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)