|
2025-05-05 10:55:49, 482 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - ძალიან წუხან რუსქოცები, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია აღლუმისთვის
უკვე ძალიან წუხან „პატრიოტი რუსქოცები“, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის, - ამის შესახებ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, „რუსქოცები“ ვერ იტანენ, რომ თავისუფლება და გმირობა კვლავ დაფასებულია“. „უკვე ძალიან წუხან „პატრიოტი რუსქოცები“, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის. უკრაინას, რომლის განადგურებასაც რუსეთი 3 დღეში აპირებდა, სამი წლის თავზე ეხვეწებიან, რომ წითელ მოედანს თავი დაანებოს. დღეს უკრაინა უკვე აღარ არის მხოლოდ მსხვერპლი. ის არის ძლიერი მოთამაშე, რომელიც იმპერიას აშინებს და მსოფლიოს აჩვენებს ვინ არის თავისუფალი ერების ნამდვილი მტერი. სწორედ ამას ვერ იტანენ „რუსქოცები“: ვერ იტანენ, რომ თავისუფლება და გმირობა კვლავ დაფასებულია. საკუთარი ქვეყნის მომავლით ვაჭრობა და გაყიდვა კი ღალატია“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)