|
2025-05-02 17:14:36, 808 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - „ნაც.მოძრაობის“ ქმედებაზე გამოყენებული იქნება სამართლებრივი მექანიზმები
„ნაციონალური მოძრაობის“ ქმედება როგორც კი „სისხლის სამართლის კოდექსის“ ფარგლებს გასცდება და დანაშაულებრივი იქნება, მთელი სიმკაცრით იქნება გამოყენებული სისხლის სამართლის და სხვა სამართლებრივი მექანიზმები, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფრის მიმართ ადეკვატური იქნება. „ხაბეიშვილისნაირი ფსევდოპოლიტიკოსისგან მსგავსი განცხადების გაკეთება ღიმილისმომგვრელია. რა წინააღმდეგობის გაწევაზეა საუბარი, როცა ამ პარტიას არანაირი რეიტინგი არ გააჩნია და რადიკალიზმზე არიან გადასული. ხაბეიშვილი იქნება თუ სხვა, ყველას დაფიქრება მართებს. მათი ქმედება როგორც კი „სისხლის სამართლის კოდექსის“ ფარგლებს გასცდება და დანაშაულებრივი იქნება, მთელი სიმკაცრით იქნება გამოყენებული სისხლის სამართლის და სხვა სამართლებრივი მექანიზმები. ბუნებრივია, ეს მოძალადეებს არასასიამოვნო ვითარებაში აღმოაჩენს, როგორც იტყვიან, „ყოველი ხმლის ამღები, ხმლითვე დაეცეს“. იქნება ძალადობა? სახელმწიფო ყველაფრის მიმართ ადეკვატური იქნება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია, „კარგად ორგანიზებული, ერთობლივი, სახალხო აჯანყება თავისი თავდაცვითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობით, ამ შემთხვევაში უპირობოდ გავარღვევთ“.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)