|
2025-05-02 15:35:17, 705 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ლევან ხაბეიშვილი ცდილობს თავი გამოიჩინოს და სხვაზე უფრო ბრუტალური გახდეს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ლევან ხაბეიშვილი ცდილობს თავი გამოიჩინოს, სხვაზე უფრო ბრუტალური გახდეს - კრივში მისი მეცადინეობის დემონსტრირებაც მისი იმიჯის შექმნას ემსახურება, რომ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სწორედ ის არის, ვინც რევოლუციის გზაზე გაუყვება ახალგაზრდობას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადება, რომ „დედაქალაქში გენერალური ბრძოლებისთვის ვართ მოსამზადებელი“. მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილი ერთ-ერთი ნაწილია იმ პროპაგანდისტული შემოძახებების, რომელიც შინაარსობრივად ოპონენტების იდეას, ხასიათს, მათ პარტიულ გეგმებს ახასიათებს. „ლევან ხაბეიშვილი ცდილობს თავი გამოიჩინოს, სხვაზე უფრო ბრუტალური გახდეს და აი, ამ ფიზკულტურის გაკვეთილების დემონსტრირებაც, კრივში მისი მეცადინეობის დემონსტრირებაც მისი იმიჯის შექმნას ემსახურება, რომ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სწორედ ის არის, ვინც რევოლუციის გზაზე გაუყვება ახალგაზრდობას. ეს პირველი შემთხვევა არ არის ასეთ განცხადებებს რომ აკეთებს. ეს არ არის ლევან ხაბეიშვილის შემთხვევა მხოლოდ, ვინაიდან იგი შეიძლება რაღაც გარკვეულ თემებში ჩამორჩება პოპულარობით თავის თანამოაზრეებს, მაგრამ აი, ამითი თავის გამოჩენა მისთვის არის გარკვეული პიროვნული ინტერესი და პიროვნული მიზანი. მაგრამ ლევან ხაბეიშვილის განცხადებებით ხომ არ შევაფასებთ ვითარებას, არა?! მთლიანობაში, ეს არის მოწოდებები არა მარტო მისგან, არამედ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისაგან ახალგაზრდებისადმი. მათი მხარდაჭერებიც ვიხილეთ თბილისში მიტინგებზე, როდესაც პირდაპირ, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მოუწოდებდნენ იმისაკენ, რომ თბილისში მოეწყოთ იგივე, რაც უკრაინაში მოხდა, ანუ მოხდეს „მეიდანიზაცია“ აი, ამ რევოლუციური პროცესების. ასე რომ, ლევან ხაბეიშვილი ერთ-ერთი ნაწილია აი, ამ პროპაგანდისტული შემოძახებების, რომელიც ახასიათებს შინაარსობრივად თვითონ ოპონენტების იდეას, ხასიათს, მათ პარტიულ გეგმებს და ა.შ.“ - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პროტესტი უმნიშვნელოვანესია და წინააღმდეგობაა გასაწევი, მათ შორის, დედაქალაქის გარდა სხვა ქალაქებშიც. „დედაქალაქში გენერალური ბრძოლებისთვის ვართ მოსამზადებელი. სიტყვა ბრძოლა ნიშნავს სიტყვა ბრძოლას. ვნახეთ ყველაფერი - ამათთან ასე არ გამოვა,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)